გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
სივრცული ფიგურები
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
. მოსწაავლეები შეძლებენ  ამოიცნონ და დაასახელონ სივრცული ფიგურების შესაძლო ტიპები მოცემული გეომეტრიული ელემენტების მიხედვით.
. მოსწავლეები შეძლებენ აღწერონ გრაფიკული გამოსახულების მიხედვით მოცემული სივრცული ფიგურა
. მოსწავლეები შეძლებენ ეილერის ფორმულს ასევე მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის ზედაპირის ფართობის ფორმულების გამოყენების შესაბამისი ამოცანების ამოხსნისას.
მათ. VI.7.    მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·      აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·      ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
მათ. VI.7.    მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·      აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·      ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
VI.9.        მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სხვადასხვა ფიგურებისათვის (ბრტყელი, სივრცული) ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს; იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად;
·      იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს ფიგურათა კონგრუენტულობის და სიმეტრიულობის დასადგენად;
აკეთებს დასკვნას სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების შესახებ, მათ ცენტრებს
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მრტყელი გეომეტრიული ფიგურები, ცნობენ ასხვავებენ მათ, იციან მათი ელემენტები.
შეფასების საგანი და პროცედურები
შევაფასებ მოსწავლეებს ინდივიდუალურად და წყვილებში შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: . მსჯელქბა.შლილებისა და მოდელების დამზადებისას გამომუშავებულ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, .პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა და ტეანიკური რესურსები
კომპიუტერი.პროექტორი.საჩვენებელი ჯოხი,დაფა, ცარცი, გეომეტრიული სხეულების მოდელები, შლილების მოდელები, საკანცელარიო ნივთები.სახელმძღვანელო,
გაკვეთილის მსვლელობა
მუშაობის ფორმა; ინდივიდუალური, წყვილებში, მთელ ჯგუფთან.
აქტივობა1: გონებრივი იერიში [მთელ ჯგუფთან].[5წთ]
მასწავლებელიპროექტორით ეკრანზე უჩვენებს სქემას „ასოციაციური კავშირების რუკა“ და შეახსენებს ბრტყელი და სივრცული ფიგურების განსაზღვრებას. ასევე აჩვენებს სლაიდებს ;ბრტყელი ფიგურები“, ,,სივრცული ფიგურები“.მოსწავლეები ასახელებენ ბრტყელო და სივრცული ფიგურების ცნობილ სახეებს, შემდეგ სლაიდზე მართკუთხა პარალელეპიპედია გამოსახული-ნაცნობი ფიგურა.მოსწავლეები ასახელებენ მსგავს ფიგურებს გარშემო საგნებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასევე სურათისა და მოდელის საშუალებითადგენენ წახნაგების, წიბოების და წვეროების რაოდენობას. ტოლ წახნაგებს. ტოლ წიბოებს და ა.შ.
აქტივობა 2.მასწავლებლის პრეზენტაცია [5 წთ]
მასწავლებელი პროექტორით უჩვენებს მრავალწახნაგასსურათს ეკრანზე, [სევე მოდელს]და განმარტავს მას. შემდეგ სლაიდებზე პირამიდები ცალკეა მოცემული და ცალკე პრიზმები.
მასქავლებელი მათაც განმარტავს და აჩვენებს მოდელებზე.
აქტივობა 3 : პრაქტიკული სავარჯიშო მოსწავლეებს [5 წთ]
მასწავლებელი ხაზავს ცხრილს დაფაზე, მოსწავლეები რვეულში. მოსწავლეები ავსებენ ცხრილს წახნ აგების. წიბოების და წვეროების რაოდენობის მიხედვით, სამკუთხა, ოთკუთხა და ექვსკუთხა პირამიდებისთვის [ დაფასთან თითო მოსწავლე ]
მოსწავლეები აღმოაჩენენ კანონზომიერებას და მასწავლებელი აცნობს მათ ეილერის ფორმულას..
აქტივობა 4 :წყვილებში მუშაობა [8წთ]
მასწავლებელი პროექტორით ეკრანზე უჩვენებს შესავსებ ცხრილს - იგივე დავალება სამკუთხა. ოთკუთხა. და ექვსკუთხა პრიზმებისთვის. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში , ავსებენ ცხრილს. შესრულებულ დავალებას,,
დიფერენცირებული სწავლება

უკუკავშირი
მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას კითხვა-პასუხის რეჟიმშძ და შეავსებენ ცხრილს „რა ვიცოდი’ ,  „რა გავიგე“.ჩაინიშნავენ დავალებას [3 წთ]


No comments:

Post a Comment