საწრეო მუშაობა
წრის დასახელება:
,,ჩვენ და მათემატიკა“
წრის ხელმძღვანელი: მზია არსენიძე
მიზნობრივი
ჯგუფი: ტყიბულის N1 საჯარო სკოლის lVკლასის მოსწავლეები
მიზანი:
1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
2. სააზროვნო უნარ- ჩვევების
განვითარება
მეცადინეობის
ხანგრძლივობა: 2017/2018 სასწ. წელი.
l
სემესტრი. 10 გაკვეთილი.
წრის მოკლე
აღწერა: თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იგი გამოიყენება
ადამიანების საქმიანობის ყველა სფეროში, მე-4 კლასის მათემატიკის პროგრამის ყველაზე
ძნელად ასათვისებელი მასალა არის მრავალნიშნა რიცხვების ნუმერაცია, რომლის საფუძვლიანი
ცოდნის გარეშე შეუძლებელია მოსწავლე დაეუფლოს გამოანგარიშების თეორიას და პრაქტიკას.
მიმაჩნია, რომ საწრეო მუშაობა მოსწავლეებს გაუღრმავებს
ცოდნას და შეძლებენ :
·
მილიონამდე
რიცხვების წაკითხვა, ჩაწერა.
·
რიცხვის
სხვადასხვა მოდელით წარმოდგენა.
·
ჩანაწერში
ციფრის მნიშველობის მითითება.
·
მრავალნიშნა
რიცხვების ჩაწერას გაშლილი ფორმით.
·
რიცხვების
შედარებას და დალაგებას.
·
მრავალნიშნა
რიცხვების დამრგვალებას რომელიმე სათანრიგო ერთეულამდე.
·
მრავალნიშნა
რიცხვების შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხით ზეპირი, შეფასება, წერითი ალგორითმის
გამოყენებით.
მოსწავლეები
განივითარებენ სააზროვნო, შემოქმედებით უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ერთმანეთის თანადგომას,
თანამშრომლობას.
სწალება სახალისო რომ იყოს გამოვიყენებ სხვადასხვა
სახის აქტივობებს, სავარჯიშო მასალებზე ლოგიკურ და სახალისო ამოცანებს.ცოდნისშესაჯამებლად
ჩავატერებ ვიქტორინას ,,რა ვიცი, რა შემიძლია.“ შევქმნით კედლის გაზეთს.
საწრეო მუშაობის პროგრამა
N
|
თევ
რიცხვი
|
თემა
|
რესურსები
|
აქტივობები
|
მიზანი
|
1
|
20/10
|
წრის მუშაობის პროგრამისა და მიზნის გაცნობა. მინი
ლექცია,,რა არის მათემატიკა“ ათასზე მეტი რიცხვების წაკითხვა/ჩაწერა.
|
ბარათებზე ცნობილი ადამიანების გამონათქვამები. სათანრიგო
ბლოკები. საანგარიშო.რიცხვითი ბარათები. ფლომასტერი, დაფა, ცარცი, კალამი.
|
საუბარი
სათანრიგო ბლოკებით რიცხვების ჩაწერა.
ამოიცანი რიცხვი.
კარნახი.
თამაში: იპოვე შენი ადგილი
|
შეძლებენ 1000-ზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა,
წაკითხვას.
|
2
|
25/10
|
კლასები და თანრიგები, მრავალნიშნა რიცხვების შედგენილობა
|
სათანრიგო ბლოკები.
სათანრიგო ცხრილები.
საანგარიშო , დაფა. ცარცი, მარკერი.
|
რიცხვების ჩაწერა სათანრიგო ცხრილებისა და ბლოკების
გამოყენებით. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები შესაბამისი რიცხვით. ციფრებით 0 და
7 შეადგინეთ ყველა შესაძლო სამნიშნა, ოთხნიშნა და ხუთნიშნა რიცხვი. ჩაწერეთ და ახსენით
რას აღნიშნავს ეს ციფრები თითოეულ მათგანში. რისი ტოლია ხაზგასმული ციფრის მნიშვნელობა.
|
აითვისებენ თანრიგებსა და კლასების ცნებებსა და მათზე
დაყრდნობით მოახდენენ მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერას-წაკითხვას.
|
3
|
1/11
|
მრავალნიშნა რიცხვების შედარება და დალაგება პოზიტიული
სისტემის გამოყენებით.
|
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, სათანრიგო ერთეულების
ცხრილი. რიცხვითი ღერძი.
|
სავარჯიშოების შესრულება, მოისაზრე, სვეტოვანი დიაგრამის
მიხედვით რაოდენობების შედარება.
|
სათანრიგო ერთეულების გამოყენებით მოახდენენ მრავალნიშნა
რიცხვების შედარებას და დალაგებას, ზრდადობა, კლებადობის მიხედვით.
|
4
|
7/11
|
მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება
|
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, სახელმძღვანელო.
|
რიცხვითი ღერძის გამოყენება.
.
|
შეძლებენ სამნიშნა რიცხვების დამრგვალების წესის განზოგადებას
მილიონამდე რიცხვებისათვის.
|
5
|
14/11
|
ჯამის შეფასება. დამრგვალება.
|
დაფა, ცარცი, საწერი საშუალებები, სახელმძღვანელო.
|
სავარჯიშოები,
მოისაზრე.
|
შეძლებენ ჯამის შეფასებას. დამრგვალების წესის გამოყენებას.
|
6
|
21/11
|
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება.
|
დაფა, ცარცი, რვეული, სახელმზღვანელო.
|
სავარჯოშოები,
დამოუკიდებელი სამუშაო, მოისაზრე.
|
შეძლებენ უკვე ცნობილი წერითი, სეკრების ალგორითმის
განზოგადებას რიცხვებზე მილიონის ფარგლებში.
|
7
|
28/11
|
მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით.
|
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო,
|
სავარჯიშოები სახელმძღვანელო,
კალაამი.
|
სხვადასხვა ხერხით შეძლებენ მოქმედება გამოკლებას,
შესრულებას.
|
8.
|
5/12
|
მიღებული ცოდნის განმტკიცება.
|
კამათელი სამი ფერის(წითელი, მწვანე, თეთრი).დაფა,
ცარცი, საწერი საშუალებები.
|
თამაში-კამათლებით.
|
გამოიმუშავებენ ინსტრუქციის ადეკვატური მოქმედებების
შესრულების უნარ-ჩვევებს. გაიწაფებიან რიცხვის ათობით სისტემაში ჩაწერაში, დამრგვალებაში.
განამტკიცებენ რიცხვის შედარებისა და შეკრების ჩვევებს.
|
9
|
12/12
|
შემაჯაამებელი მუშაობა
|
ბარათებზე დაწერილი რიცხვები
|
რა ვიცი, რა შემიძლია.
|
შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება.
|
10
|
19/12
|
კედლის გაზეთზე ,,ჩვენ და მათემატიკა“
|
ფურცელი, ფლომასტერი, სახაზავი, საკანცელარიო საშუალებები.
|
ინფორმაციის საშუალება დახარისხება. გაზეთის გაფორმება.
|
შეძლებენ ინფორმაციის შეგროვებას, დახარისხებას. გამოუმუშავდებათ
შემოქმედებითი და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.
|