Wednesday, November 29, 2017

28/11
მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით

  • ვახსენებ მოსწავლეებს სამნიშნა რიცხვების გამოკლებას.დაფაზე ვაკეთებთ მაგალითებს დეტალური მსჯელობით.
  • ვახდენთ სამნიშნა რიცხვების გამოკლებას წესის გავრცელებას სამზე მეტნიშნა რიცხვებზე. ვაკეთებთ მაგალითებს ჯერ დაფაზე ჩემი დახმარებით, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად სიძნელეთა ზრდის მიხედვით. ჯერ ათეულზე გადაუსვლელად,შემდეგ კი ათეულზე გადასვლით.
  • მოსწავლეები საფუძვლიანად რომ გაერკვნენ გამოკლების არსებით მხარეებში ამოვხსნით მაგალითებს, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა ნიშნადობისანი არიან. მოქმედება შევასრულოთ სვეტში, შესაბანისი ჩანაწერის დასაბუთებით.
  • განსაკუთრებით სიძნელეს ვხვდებით, როდესაც საკლებები არიან თანრიგითი რიცხვები (10000, 700000 და სხვა) ამ შემთხვევის განხილვა დავიწყეთ პატარა რიცხვებზე, რომ უკეთესად იქნეს გამოყენებული თვალსაჩინოება მაღალი თანრიგების თანდათანობითი დაშლის ჩვენებისათვის.
  • შემდეგ მოსწავლეები სავარჯიშოს ასრულებენ დამოუკიდებლად.
  • ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ სადაც გამოანგარიშება ზეპირად შეიძლება შესრულდეს იქ არ უნდა გამოვიყენოთ წერითი გამოკლება.
  • გამოკლების შესრულება შეფასდება დამრგვალების გამოყენებით.


Friday, November 24, 2017

21/11
თემა: ჯამის შეფასება დამრგვალებით
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-შეფასებით.
მოსწავლეები დაფაზე ხსნიან მაგალითებს. იხსენებენ დამრგვალების წესს, აფასებენ თითოეულ შესაკრებს დამრგვალებით და პოულობენ ჯამს. ადარებენ შეფასებით მიღებულ ჯამს ზუსტ მნიშვნელობასთან.
ამოხსნიან სახალისო  სააზროვნო ამოცანებს.



Friday, November 17, 2017

14/11
თემა: მრავალნიშნა რიცხვების შეკრება.
მრავალნიშნა რიცხვებზე წერითი შეკრება სამნისნა რიცხვებზე წერითი შეკრების ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, ამიტომ ამ მასალის შესწავლლა მოსწავლეთა მაღალი აქტივობით წარიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სამნიშნა რიცხვების შეკრება და არსებული წესი გამოიყენეს მრავალნიშნა რიცხვების შეკრებისას.
გავაკეთეთ მაგალითები ჯერ დაფაზე დეტალური მსჯელობით. ყურადღება გავამახვილეთ არსებით (მოქმედება სრულდება თანრიგთა მიხედვით) და არააარსებით მხარეებზე (ერთმანეთის ქვეშმიწერა, ხაზის გასმა, მოქმედების შესრულება დაბალი თანრიგებიდან და ა. შ) ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად, სიძნელეთა ზრდის მიხედვით, ჯერ ათეულზე გადაუსვლელად, როდესაც თანდათანობით იზრდება კომპონენტების ნიშნადობა, შემდეგ ათეულზე გადასვლით, რადგან ეს გადასვლა ხდება თანდათან, აქ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შემთხვევებს, როდესაც გადასვლა ხდება ერთი კლასიდან მეორეში.
ამოვხსენით მაგალითები, რომლებშიც კომპონენტები შეიცავს ნულებს. დასაწყისში მოქმედებას ვასრულებთ დაწვრილებით მსჯელობით, ხოლო შემდეგ თანდათან ვამოკლებთ მას, სწრაფი გამოანგარიშების ჩვევის გამომუშავების მიზნით.
იმისათვის, რომ საფუძვლიანად გაერკვნენ მოსწავლეები შეკრების არსებით მხარეებში, ამოვხსნით მაგალითებს, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა ნიშნადობისანი არიან.
აზროვნების განვითარების მიზნით შეასრულეს სავარჯიშო ,,გამოტოვებული ციფრები."



Friday, November 3, 2017

1/11
თემა: მრავალნიშნა რიცხვების შედარება
მიზანი: მრავალნიშნა რიცხვების შედარება,
აქტივობა 1. მოსწავლეებმა გაიხსენეს ორნიშნა რიცხვების შედარების წესი და მოვახდინეთ მისი განზოგადება მრავალნიშნა რიცხვებზე. შეადარეს ცხრილში მოყვანილი რიცხვები სათანრიგო ერთეულთა ცხრილის გამოყენებით. მათთვის უკვე ცნობილი წესის მიხედვით, შედარებას იწყებენ თანრიგების ოდენობათა შედარებით, მათი ტოლობის შემთხვევაში ვადარებთ რიცხვების უდიდესი თანრიგების ერთეულებს, მეტია ის რიცხვი, რომლის შესაბამისი თანრიგის პირველივე განსხვავებული ციფრი არის მეტი. ამოხსნეს სავარჯიშოები, სადაც ამ წესის გამოყენება  სჭირდებათ, თუ შესადარებელი ორი რიცხვიდან ერთ- ერთი ,,მეტნიშნიანია“ (მისი თანრიგების ოდენობა მეტია) მაშინ ამ რიცხვთა ციფრების შედარება საჭირო აღარ არის -,,მეტნიშნა“ რიცხვი მეტია.
  სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით მოახდინეს რაოდენობების შედარება. დაალაგეს რიცხვები ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით. განსაკუთრებით ხალისით და ინტერესით ამოხსნეს სახალისო ამოცანები და სავარჯიშოები ,,მოისაზრედან.“


          7/11
         ჩავატარე საწრეო მუშაობა 
        თემა: მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება.
        მოსწავლეებმა გაიხსენეს სამნიშნა რიცხვების დამრგვალების წესი და მოახდინეს                მისი განზოგადება მილიონამდე რიცხვებზე.
         აღნიშნეს, რომ რიცხვის რაიმე თანრიგამდე დამრგვალებისას ვეძებთ ამ რიცხვტან               უახლოეს ( შესაბამის თანრიგამდე) ,,მრგვალ რიცხვს", ამისათვის ვამოწმებთ                        მოცემული რიცხვის მითიღებული თანრიგის მარჯვნივ უახლოესი თანრიგის
        ციფრი არის თუ არა 5-ზე ნაკლები, ან 5-ზე მეტი. თუ 5-ზე ნაკლებია დამრგვალება              ხდება ნაკლებობით, თუ 5-ზე მეტია დამრგვალება ხდება მეტობით.
            რიცხვით სხივზე დაკვირვებით მოსწავლეებმა გამოიმუშავა რიცხვის უახლოესი 
        თანრიგამდე (მრგვალი) რიცხვის შერჩევის უნარ-ჩვევა.
          დამრგვალების შემდგომი პროცესი მაგალითებით განვიხილეთ. შეასრულეს
        სავარჯიშოები, სადაც მოახდინეს მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება სხვადასხვა         თანრიგამდე.
     მონდომებითა და გულისყურით ამოხსნეს ,,მათემატიკური რებუსი", სახალისო                    ამოცანები და თავსატეხები.