მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით
- ვახსენებ მოსწავლეებს სამნიშნა რიცხვების გამოკლებას.დაფაზე ვაკეთებთ მაგალითებს დეტალური მსჯელობით.
- ვახდენთ სამნიშნა რიცხვების გამოკლებას წესის გავრცელებას სამზე მეტნიშნა რიცხვებზე. ვაკეთებთ მაგალითებს ჯერ დაფაზე ჩემი დახმარებით, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად სიძნელეთა ზრდის მიხედვით. ჯერ ათეულზე გადაუსვლელად,შემდეგ კი ათეულზე გადასვლით.
- მოსწავლეები საფუძვლიანად რომ გაერკვნენ გამოკლების არსებით მხარეებში ამოვხსნით მაგალითებს, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა ნიშნადობისანი არიან. მოქმედება შევასრულოთ სვეტში, შესაბანისი ჩანაწერის დასაბუთებით.
- განსაკუთრებით სიძნელეს ვხვდებით, როდესაც საკლებები არიან თანრიგითი რიცხვები (10000, 700000 და სხვა) ამ შემთხვევის განხილვა დავიწყეთ პატარა რიცხვებზე, რომ უკეთესად იქნეს გამოყენებული თვალსაჩინოება მაღალი თანრიგების თანდათანობითი დაშლის ჩვენებისათვის.
- შემდეგ მოსწავლეები სავარჯიშოს ასრულებენ დამოუკიდებლად.
- ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ სადაც გამოანგარიშება ზეპირად შეიძლება შესრულდეს იქ არ უნდა გამოვიყენოთ წერითი გამოკლება.
- გამოკლების შესრულება შეფასდება დამრგვალების გამოყენებით.
No comments:
Post a Comment