თემა: მრავალნიშნა რიცხვების შეკრება.
მრავალნიშნა რიცხვებზე წერითი შეკრება სამნისნა რიცხვებზე წერითი შეკრების ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, ამიტომ ამ მასალის შესწავლლა მოსწავლეთა მაღალი აქტივობით წარიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სამნიშნა რიცხვების შეკრება და არსებული წესი გამოიყენეს მრავალნიშნა რიცხვების შეკრებისას.
გავაკეთეთ მაგალითები ჯერ დაფაზე დეტალური მსჯელობით. ყურადღება გავამახვილეთ არსებით (მოქმედება სრულდება თანრიგთა მიხედვით) და არააარსებით მხარეებზე (ერთმანეთის ქვეშმიწერა, ხაზის გასმა, მოქმედების შესრულება დაბალი თანრიგებიდან და ა. შ) ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად, სიძნელეთა ზრდის მიხედვით, ჯერ ათეულზე გადაუსვლელად, როდესაც თანდათანობით იზრდება კომპონენტების ნიშნადობა, შემდეგ ათეულზე გადასვლით, რადგან ეს გადასვლა ხდება თანდათან, აქ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შემთხვევებს, როდესაც გადასვლა ხდება ერთი კლასიდან მეორეში.
ამოვხსენით მაგალითები, რომლებშიც კომპონენტები შეიცავს ნულებს. დასაწყისში მოქმედებას ვასრულებთ დაწვრილებით მსჯელობით, ხოლო შემდეგ თანდათან ვამოკლებთ მას, სწრაფი გამოანგარიშების ჩვევის გამომუშავების მიზნით.
იმისათვის, რომ საფუძვლიანად გაერკვნენ მოსწავლეები შეკრების არსებით მხარეებში, ამოვხსნით მაგალითებს, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა ნიშნადობისანი არიან.
აზროვნების განვითარების მიზნით შეასრულეს სავარჯიშო ,,გამოტოვებული ციფრები."
No comments:
Post a Comment