Saturday, December 16, 2017

12/12
შემაჯამებელი მუშაობა
თითოეული მოსწავლლე იღებს ბარათებს, რომელზედაც დაწერილია შესწავლილი თემებიდან სავარჯიშოები და ასრულებენ დამოუკიდებლად.





Thursday, December 7, 2017

5/12
მიღებული ცოდნის განმტკიცება
აქტივობა: თამაში კამათლებით.
მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად.გვაქვს სხვადასხვა ფერის კამათლები. კამათლების გაგორების შედეგად თითოეულ კამათელზე მოსულ რიცხვები აღნიშნავს ერთეულებს.
ჯგუფები წერენ მრავალნიშნა რიცხვებს და ამრგვალებენ ათეულათასამდე, ათასეულებამდე, ასეულებამდე, ათეულებამდე. ჯგუფების მიერ წარმოდგენილ შედეგებს ამოწმებს თითოეულ ჯგუფზე მიმაგრებული მსაჯები, შედეგები იწერება სპეციალურ ცხრილში, გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი.




Wednesday, November 29, 2017

28/11
მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით

  • ვახსენებ მოსწავლეებს სამნიშნა რიცხვების გამოკლებას.დაფაზე ვაკეთებთ მაგალითებს დეტალური მსჯელობით.
  • ვახდენთ სამნიშნა რიცხვების გამოკლებას წესის გავრცელებას სამზე მეტნიშნა რიცხვებზე. ვაკეთებთ მაგალითებს ჯერ დაფაზე ჩემი დახმარებით, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად სიძნელეთა ზრდის მიხედვით. ჯერ ათეულზე გადაუსვლელად,შემდეგ კი ათეულზე გადასვლით.
  • მოსწავლეები საფუძვლიანად რომ გაერკვნენ გამოკლების არსებით მხარეებში ამოვხსნით მაგალითებს, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა ნიშნადობისანი არიან. მოქმედება შევასრულოთ სვეტში, შესაბანისი ჩანაწერის დასაბუთებით.
  • განსაკუთრებით სიძნელეს ვხვდებით, როდესაც საკლებები არიან თანრიგითი რიცხვები (10000, 700000 და სხვა) ამ შემთხვევის განხილვა დავიწყეთ პატარა რიცხვებზე, რომ უკეთესად იქნეს გამოყენებული თვალსაჩინოება მაღალი თანრიგების თანდათანობითი დაშლის ჩვენებისათვის.
  • შემდეგ მოსწავლეები სავარჯიშოს ასრულებენ დამოუკიდებლად.
  • ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ სადაც გამოანგარიშება ზეპირად შეიძლება შესრულდეს იქ არ უნდა გამოვიყენოთ წერითი გამოკლება.
  • გამოკლების შესრულება შეფასდება დამრგვალების გამოყენებით.


Friday, November 24, 2017

21/11
თემა: ჯამის შეფასება დამრგვალებით
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-შეფასებით.
მოსწავლეები დაფაზე ხსნიან მაგალითებს. იხსენებენ დამრგვალების წესს, აფასებენ თითოეულ შესაკრებს დამრგვალებით და პოულობენ ჯამს. ადარებენ შეფასებით მიღებულ ჯამს ზუსტ მნიშვნელობასთან.
ამოხსნიან სახალისო  სააზროვნო ამოცანებს.



Friday, November 17, 2017

14/11
თემა: მრავალნიშნა რიცხვების შეკრება.
მრავალნიშნა რიცხვებზე წერითი შეკრება სამნისნა რიცხვებზე წერითი შეკრების ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, ამიტომ ამ მასალის შესწავლლა მოსწავლეთა მაღალი აქტივობით წარიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სამნიშნა რიცხვების შეკრება და არსებული წესი გამოიყენეს მრავალნიშნა რიცხვების შეკრებისას.
გავაკეთეთ მაგალითები ჯერ დაფაზე დეტალური მსჯელობით. ყურადღება გავამახვილეთ არსებით (მოქმედება სრულდება თანრიგთა მიხედვით) და არააარსებით მხარეებზე (ერთმანეთის ქვეშმიწერა, ხაზის გასმა, მოქმედების შესრულება დაბალი თანრიგებიდან და ა. შ) ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად, სიძნელეთა ზრდის მიხედვით, ჯერ ათეულზე გადაუსვლელად, როდესაც თანდათანობით იზრდება კომპონენტების ნიშნადობა, შემდეგ ათეულზე გადასვლით, რადგან ეს გადასვლა ხდება თანდათან, აქ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შემთხვევებს, როდესაც გადასვლა ხდება ერთი კლასიდან მეორეში.
ამოვხსენით მაგალითები, რომლებშიც კომპონენტები შეიცავს ნულებს. დასაწყისში მოქმედებას ვასრულებთ დაწვრილებით მსჯელობით, ხოლო შემდეგ თანდათან ვამოკლებთ მას, სწრაფი გამოანგარიშების ჩვევის გამომუშავების მიზნით.
იმისათვის, რომ საფუძვლიანად გაერკვნენ მოსწავლეები შეკრების არსებით მხარეებში, ამოვხსნით მაგალითებს, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა ნიშნადობისანი არიან.
აზროვნების განვითარების მიზნით შეასრულეს სავარჯიშო ,,გამოტოვებული ციფრები."



Friday, November 3, 2017

1/11
თემა: მრავალნიშნა რიცხვების შედარება
მიზანი: მრავალნიშნა რიცხვების შედარება,
აქტივობა 1. მოსწავლეებმა გაიხსენეს ორნიშნა რიცხვების შედარების წესი და მოვახდინეთ მისი განზოგადება მრავალნიშნა რიცხვებზე. შეადარეს ცხრილში მოყვანილი რიცხვები სათანრიგო ერთეულთა ცხრილის გამოყენებით. მათთვის უკვე ცნობილი წესის მიხედვით, შედარებას იწყებენ თანრიგების ოდენობათა შედარებით, მათი ტოლობის შემთხვევაში ვადარებთ რიცხვების უდიდესი თანრიგების ერთეულებს, მეტია ის რიცხვი, რომლის შესაბამისი თანრიგის პირველივე განსხვავებული ციფრი არის მეტი. ამოხსნეს სავარჯიშოები, სადაც ამ წესის გამოყენება  სჭირდებათ, თუ შესადარებელი ორი რიცხვიდან ერთ- ერთი ,,მეტნიშნიანია“ (მისი თანრიგების ოდენობა მეტია) მაშინ ამ რიცხვთა ციფრების შედარება საჭირო აღარ არის -,,მეტნიშნა“ რიცხვი მეტია.
  სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით მოახდინეს რაოდენობების შედარება. დაალაგეს რიცხვები ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით. განსაკუთრებით ხალისით და ინტერესით ამოხსნეს სახალისო ამოცანები და სავარჯიშოები ,,მოისაზრედან.“


          7/11
         ჩავატარე საწრეო მუშაობა 
        თემა: მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება.
        მოსწავლეებმა გაიხსენეს სამნიშნა რიცხვების დამრგვალების წესი და მოახდინეს                მისი განზოგადება მილიონამდე რიცხვებზე.
         აღნიშნეს, რომ რიცხვის რაიმე თანრიგამდე დამრგვალებისას ვეძებთ ამ რიცხვტან               უახლოეს ( შესაბამის თანრიგამდე) ,,მრგვალ რიცხვს", ამისათვის ვამოწმებთ                        მოცემული რიცხვის მითიღებული თანრიგის მარჯვნივ უახლოესი თანრიგის
        ციფრი არის თუ არა 5-ზე ნაკლები, ან 5-ზე მეტი. თუ 5-ზე ნაკლებია დამრგვალება              ხდება ნაკლებობით, თუ 5-ზე მეტია დამრგვალება ხდება მეტობით.
            რიცხვით სხივზე დაკვირვებით მოსწავლეებმა გამოიმუშავა რიცხვის უახლოესი 
        თანრიგამდე (მრგვალი) რიცხვის შერჩევის უნარ-ჩვევა.
          დამრგვალების შემდგომი პროცესი მაგალითებით განვიხილეთ. შეასრულეს
        სავარჯიშოები, სადაც მოახდინეს მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება სხვადასხვა         თანრიგამდე.
     მონდომებითა და გულისყურით ამოხსნეს ,,მათემატიკური რებუსი", სახალისო                    ამოცანები და თავსატეხები.
          
               










Friday, October 27, 2017

25/X
თემა: კლასები და თანრიგები
მიზანი: აითვისებენ თანრიგებს და კლასების ცნებებს, მათზე დაყრდნობით მოახდენენ მრავალნისნა რიცხვების ჩაწერა-წაკითხვას.
აქტივობა 1. პირველი და მეორე კლასის შემცველი რიცხვების შექმნა, წაკიტხვა და დაწერა.
კლასებისა და თანრიგების ცხრილის გამოყენებით მოსწავლეებმა წარმოადგინეს ll კლასის
რიცხვები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდება პირველი კლასის რიცხვებთან. ცხრილზე გამოსახულ რიცხვებს მოსწავლეები წერენ რვეულებში, ამ პროცესში თანდათან არკვევენ, რომ ჯერ იწერება ათასეულების რიცხვი და შემდეგ ერთეულების რიცხვი. ამ პროცესში თანდათან ნათელი ხდება, რომ კლასები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იქნეს.
მოსწავლეები წერენ და კითხულობენ რიცხვებს საანგარიშოს გამოყენებით და სათანრიგო ბლოკების გამოყენებით.
აქტივობა 2. მოსწავლეებმა  შეავსეს ღერძზე გამოტოვებული ადგილები შესაბამისი რიცხვით.
აქტივობა 3. ციფრებით 0 და 7-ის გამოყენებით შეადგინეს ყველა შესაძლო სამნიშნა და ხუთნიშნა რიცხვები. ჩაწერეს და აღნიშნეს თუ რას ნიშნავს თითოეულ რიცხვში ჩაწერილი ციფრი და რისი ტოლია მისი მნიშვნელობა.

აქტივობა 4. სახალისო ამოცანების ამოხსნა.



Saturday, October 21, 2017


  20/10
თემა: წრის მუშაობის პროგრამისა და მიზნის გაცნობა. მინი-ლექცია ,,რა არის მათემატიკა“.      ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა დაწაკითხვა.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ 1000-ზე მეტი ნატურარული რიცხვების ჩაწერა, წაკითხვას.
აქტივობა 1. მინი-ლექცია
მოსწავლეებს ვესაუბრე თუ ,,რა არის მათემატიკა“, რა მნიშვნელობა აქვს მათემატიკის სწავლებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გავაცანი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები მათემატიკაზე.
აქტივობა2. ათასეულის გაცნობა
მოსწავლეები ასახელებენ უდიდეს სამნიშნა რიცხვს (999), უმატებენ 1ერთეულსდა ასახელებსნ მიღებულ რიცხვს (1000). გავახსენე, რომ ჯგუფებად დათვლა სჯობს ცალობით დათვლას.
სათანრიგო ბლოკებისა და საანგარიშოს გამოყენებით ამყარებენ კავშირს სათვალავ ერთეულთა შორის.
10 ერთეული=1ათეული
10 ათეული=1ასეული
10ასეული=1ათასეული
10ათასეული=1000
სათანრიგო ბლოკებით და საანგარიშოს გამოყენებით რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა.
აქტივობა3. ამოიცანი რიცხვი
ბარათებზე დაწერილია ოთხნიშნა, ხუთნიშნა რიცხვები. თითიეული მოსწავლე იღებს ბარათს და კითხულობს.
აქტივობა4. კარნახი- რიცხვების ჩაწერა.
მოსწავლეები რიცხვებს წერენ კარნახით, ჯერ ერთმანეთს უმოწმებენ, შემდეგ დაწერილ რიცხვებს
ადარებენ დაფაზე დაწერილ რიცხვებს.
აქტივობა 5. თამაში-,,იპოვე შენი ადგილი“
მოსწავლეები  ჯგუფად გავყავი, თითოეულ ჯგუფს გადაეცა ნომრები 0-დან  9-ის ჩათვლით.
ციფრების გამოყენებით ადგენენ რიცხვებს. ვასახელებ ოთხნიშნა რიცხვებს და მოასპარეზე ჯგუფის ნაწილი ისე მოეწყობა, რომ აღნიშნული ოთხნიშნა რიცხვი გამოისახოს. გამარჯვებული გამოვლინდება მოქმედების სისწრაფისა და შედეგის სისწორის მიხედვით.



















Wednesday, October 18, 2017

                  საწრეო მუშაობა
   წრის დასახელება: ,,ჩვენ და მათემატიკა“
   წრის ხელმძღვანელი: მზია არსენიძე
   მიზნობრივი ჯგუფი: ტყიბულის N1 საჯარო სკოლის lVკლასის მოსწავლეები
   მიზანი:   1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
                     2. სააზროვნო უნარ- ჩვევების განვითარება
   მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2017/2018 სასწ. წელი.
l სემესტრი.  10 გაკვეთილი.           
    წრის მოკლე აღწერა: თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იგი გამოიყენება ადამიანების საქმიანობის ყველა სფეროში, მე-4 კლასის მათემატიკის პროგრამის ყველაზე ძნელად ასათვისებელი მასალა არის მრავალნიშნა რიცხვების ნუმერაცია, რომლის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე შეუძლებელია მოსწავლე დაეუფლოს გამოანგარიშების თეორიას და პრაქტიკას.
     მიმაჩნია, რომ საწრეო მუშაობა მოსწავლეებს გაუღრმავებს ცოდნას და შეძლებენ :
·         მილიონამდე რიცხვების წაკითხვა, ჩაწერა.
·         რიცხვის სხვადასხვა მოდელით წარმოდგენა.
·         ჩანაწერში ციფრის მნიშველობის მითითება.
·         მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერას გაშლილი ფორმით.
·         რიცხვების შედარებას და დალაგებას.
·         მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალებას რომელიმე სათანრიგო ერთეულამდე.
·         მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხით ზეპირი, შეფასება, წერითი ალგორითმის გამოყენებით.
 მოსწავლეები განივითარებენ სააზროვნო, შემოქმედებით უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ერთმანეთის თანადგომას, თანამშრომლობას.
 სწალება სახალისო რომ იყოს გამოვიყენებ სხვადასხვა სახის აქტივობებს, სავარჯიშო მასალებზე ლოგიკურ და სახალისო ამოცანებს.ცოდნისშესაჯამებლად ჩავატერებ ვიქტორინას ,,რა ვიცი, რა შემიძლია.“ შევქმნით კედლის გაზეთს.

                       საწრეო მუშაობის პროგრამა

N
თევ
რიცხვი
 თემა
რესურსები
აქტივობები
მიზანი
1
20/10
წრის მუშაობის პროგრამისა და მიზნის გაცნობა. მინი ლექცია,,რა არის მათემატიკა“ ათასზე მეტი რიცხვების წაკითხვა/ჩაწერა.
ბარათებზე ცნობილი ადამიანების გამონათქვამები. სათანრიგო ბლოკები. საანგარიშო.რიცხვითი ბარათები. ფლომასტერი, დაფა, ცარცი, კალამი.
საუბარი
სათანრიგო ბლოკებით რიცხვების ჩაწერა.
ამოიცანი რიცხვი.
კარნახი.
თამაში: იპოვე შენი ადგილი
შეძლებენ 1000-ზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა, წაკითხვას.
2
25/10
კლასები და თანრიგები, მრავალნიშნა რიცხვების შედგენილობა
სათანრიგო ბლოკები.
სათანრიგო ცხრილები.
საანგარიშო , დაფა. ცარცი, მარკერი.
რიცხვების ჩაწერა სათანრიგო ცხრილებისა და ბლოკების გამოყენებით. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები შესაბამისი რიცხვით. ციფრებით 0 და 7 შეადგინეთ ყველა შესაძლო სამნიშნა, ოთხნიშნა და ხუთნიშნა რიცხვი. ჩაწერეთ და ახსენით რას აღნიშნავს ეს ციფრები თითოეულ მათგანში. რისი ტოლია ხაზგასმული ციფრის მნიშვნელობა.

აითვისებენ თანრიგებსა და კლასების ცნებებსა და მათზე დაყრდნობით მოახდენენ მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერას-წაკითხვას.
3

1/11
მრავალნიშნა რიცხვების შედარება და დალაგება პოზიტიული სისტემის გამოყენებით.
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, სათანრიგო ერთეულების ცხრილი. რიცხვითი ღერძი.
სავარჯიშოების შესრულება, მოისაზრე, სვეტოვანი დიაგრამის მიხედვით რაოდენობების შედარება.
სათანრიგო ერთეულების გამოყენებით მოახდენენ მრავალნიშნა რიცხვების შედარებას და დალაგებას, ზრდადობა, კლებადობის მიხედვით.
4
7/11
მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, სახელმძღვანელო.
რიცხვითი ღერძის გამოყენება.
.
შეძლებენ სამნიშნა რიცხვების დამრგვალების წესის განზოგადებას მილიონამდე რიცხვებისათვის.
5
14/11
ჯამის შეფასება. დამრგვალება.
დაფა, ცარცი, საწერი საშუალებები,  სახელმძღვანელო.
სავარჯიშოები,
მოისაზრე.
შეძლებენ ჯამის შეფასებას. დამრგვალების წესის გამოყენებას.
6
21/11
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება.
დაფა, ცარცი, რვეული, სახელმზღვანელო.
სავარჯოშოები,
დამოუკიდებელი სამუშაო, მოისაზრე.
შეძლებენ უკვე ცნობილი წერითი, სეკრების ალგორითმის განზოგადებას რიცხვებზე მილიონის ფარგლებში.
7
28/11
მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით.
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო,
სავარჯიშოები სახელმძღვანელო,
კალაამი.
სხვადასხვა ხერხით შეძლებენ მოქმედება გამოკლებას, შესრულებას.
8.
5/12
მიღებული ცოდნის განმტკიცება.
კამათელი სამი ფერის(წითელი, მწვანე, თეთრი).დაფა, ცარცი, საწერი საშუალებები.
თამაში-კამათლებით.
გამოიმუშავებენ ინსტრუქციის ადეკვატური მოქმედებების შესრულების უნარ-ჩვევებს. გაიწაფებიან რიცხვის ათობით სისტემაში ჩაწერაში, დამრგვალებაში.
განამტკიცებენ რიცხვის შედარებისა და შეკრების ჩვევებს.
9
12/12
შემაჯაამებელი მუშაობა
ბარათებზე დაწერილი რიცხვები
რა ვიცი, რა შემიძლია.
შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება.
10
19/12
კედლის გაზეთზე ,,ჩვენ და მათემატიკა“
ფურცელი, ფლომასტერი, სახაზავი, საკანცელარიო საშუალებები.
ინფორმაციის საშუალება დახარისხება. გაზეთის გაფორმება.
შეძლებენ ინფორმაციის შეგროვებას, დახარისხებას. გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.